დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ფიქრობს, რომ მიუხედავად ყველაფრისა ჯანდაცვის სისტემა ინფიცირებულების ზრდას უძლებს. ამის შესახებ მან სააკორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

"დღეს მე პირადად არ მეგონა, მიუხედავად ყველაფრისა, რომ ამდენ შემთხვევას ჯანდაცვის სისტემა გაუძლებდა. კი ხარვეზები არის გაგვაკრიტიკეთ, მაგრამ სისტემა, რომ უძლებს ამას და ჩვენი გმირი ექიმები... მათ ნამდვილად ეკუთვნით მადლობა", — განაცხადა გამყრელიძემ.

2 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 4 061, გარდაიცვალა — 39 ადამიანი.