დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეში კორონავირუსის 4 და 5 000-მდე შემთხვევის პროგნოზი არ ჰქონდათ. მისივე თქმით, მოსახლეობამ ნაადრევად დაიჯერა, რომ საქართველომ ვირუსი დაამარცხა.

"პირდაპირ გეტყვით ამას რამ შეუწყო ხელი, ესეც რამდენჯერმე მოგახსენეთ. რაც ქართველებს ძალიან გვახასიათებს, დავიჯერეთ, რომ ქართველები ძალიან მაგრები ვართ და დავამარცხეთ კორონა. ზაფხული ძალიან თავისუფლად გავატარეთ და აგვიფეთქდა ბათუმი, მერე ამას მოჰყვა ძალიან დიდი მობილობა წინასაარჩევნოდ. ამას მოჰყვა კიდევ უფრო დიდი მობილობა არჩევნების დღეს, როცა 2 მილიონი ადამიანი გამოვიდა", — განაცხადა გამყრელიძემ.

ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვპროგნოზირებდით, რომ გვექნებოდა დღეში 4 და 5 000-მდე შემთხვევა. პირდაპირ გეტყვით ამას და ამას რამ შეუწყო ხელი, ესეც რამდენჯერმე მოგახსენეთ. რაც ქართველებს ძაან გვახასიათებს, დავიჯერეთ, რომ ქართველები ძალიან მაგრები ვართ და დავამარცხეთ კორონა.

2 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 4 061, გარდაიცვალა — 39 ადამიანი.