ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამოქმედებული ცხელი ხაზი 111 მოემსახურება შშმ ბავშვების მშობლებსაც და ყველა საჭიროების შემთხვევა იქნება რეაგირებული. ამის შესახებ ტიკარაძემ, მთავრობის ადმინისტრაციის ბრიფინგზე განაცხადა.

"ბავშვთა ცხელი ხაზი 111, ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაარსდა. ამიერიდან ეს ცხელი ხაზი მოემსახურება შშმ ბავშვების ყველა საჭიროებას, კოვიდის მიმართულებით და არა მხოლოდ, ცხელ ხაზზე დაკავშირების, შედეგად მშობლებს მიეცემათ საშუალება, რომ მათი საჭიროებები გადაეცეს იმ კლინიკას, რომელიც დაარსებულია ჯანდაცვის სამინისტროში. ყველფერი იქნება თამარ ბარკალაიას კონტროლის ქვეშ, რომ ყველა საჭიროება, რომელიც ბავშვებსა და მშობლებს გააჩნიათ კოვიდის პანდემიის შემთხვევაში იყოს გათვალისწინებული და მყისიერი რეაგირება განხორციელდეს ყოველივეზე", — განაცხადა ტიკარაძემ.

2 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა — 4 061. გარდაიცვალა — 39 ადამიანი.