ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო რეგულაციის სააგენტოს დახმარებით შეისწავლის, რამ გამოიწვია 19 წლის გოგოს გარდაცვალება. მისი თქმით, ამაზე პასუხები სჭირდება ყველას, პირველ რიგში კი მას, რომ მსგავსში შემთხვევები აღარ განმეორდეს.

"ისინი გააკეთებენ ამასთან დაკავშირებით განცხადებას, როგორც კი გარკვეული იქნება თუ რა ხარვეზების გამო მოხდა მსგავსი ლეტალური შედეგის დადგომა. ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით ნამდვილად გაეცემა პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელსაც საზოგადოება ელის და ეს კითხვები პასუხგაცემული, პირველ რიგში, მესაჭირეობა მე, რომ აღარ განმეორდეს მსგავსი შემთხვევები", — განაცხადა ტიკარაძემ.

29 ნოემბერს 19 წლის გოგო კორონავირუსით გარდაიცვალა. გარდაცვლილი პაციენტის დედამ მთავართან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ შვილის ჰოპსიტალიზაციას თავიდანვე ითხოვდა, რადგან მას თანმდევი დაავადება, დიაბეტი ჰქონდა. ამის ნაცვლად კი კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს, სადაც მისი მდგომარეობა დამძიმდა.