დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რომ შეიქმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი კოვიდვაქნიაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის.

"შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის, რაც გულისხმობს, რომ ვაქცინაციის დროულ შემოტანას და ყველანაირი წინა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას ქვეყნის მასშტაბით როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ლოჯისტიკური კუთხით, რათა ქვეყანა მომზადებული შეხვდეს ვაქცინაციის პროცესის დაწყებას ქვეყანაში", — განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

2 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა — 4 061. გარდაიცვალა — 39 ადამიანი.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

  • თბილისი — 1 705;
  • აჭარა — 402;
  • იმერეთი — 624;
  • ქვემო ქართლი — 286;
  • შიდა ქართლი — 281;
  • გურია — 84;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 237;
  • კახეთი — 239;
  • მცხეთა-მთიანეთი — 62;
  • სამცხე-ჯავახეთი — 68;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 387. მათ შორის, 6 397 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში —2 806, აჭარაში — 999, იმერეთში —1 241.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 058 პირი, მათ შორის, თბილისში — 507, აჭარაში —154, იმერეთში — 223. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 466 პირი, მათგან თბილისში — 215, აჭარაში —119, იმერეთში — 47.

3 798 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 272 — თბილისში, 1 973-აჭარაში, 291-იმერეთში. 10 192 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 980 ადამიანი, მათ შორის, თბილისში — 465, აჭარაში — 1 004, ხოლო იმერეთში — 31. სულ 6 ოქტომბრიდან 1-ლი დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია — 19 641 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 765 ადამიანი, მათ შორის თბილისში — 19 203 პირი, აჭარაში — 11 505, იმერეთში — 4 996.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: