"ჰიუნდაი ავტო საქართველოში" ელექტრომობილ "კონაზე" საახალწლო შეთავაზებაა:

  • 10 000-ლარიანი ფასდაკლება
  • 1-წლიანი დაზღვევა საჩუქრად
  • 7 კვ.ტ სიმძლავრის დამტენი საჩუქრად

დამტენი, რომელსაც კომპანია "კონას" მფლობელს საჩუქრად გადასცემს, არის სტაციონარული, 220 ვოლტზე მომუშავე, ხოლო 0%-იდან 100%-მდე დასატენად დაახლოებით 9 საათსა და 30 წუთს საჭიროებს. გარდა ამისა, ელექტრომობილის ელემენტებზე გარანტია 7 წლით ან 150 000 კმ გარბენით განისაზღვრება.

ელექტრომობილი "კონა" შიდა წვის ძრავიან ავტომობილებთან შედარებით დაახლოებით 10-ჯერ უფრო ეკონომიურია. "კონას" სრულად დამუხტვისთვის საჭირო ელექტროენერგიის ხარჯი, დამტენის ტიპისა და სიმძლავრის მიხედვით, 14 ლარიდან 18 ლარამდე მერყეობს.

რაც შეეხება დაზღვევას, ის 1-წლიანი ნულოვანი ფრანშიზით, მესამე პირის 10 000$-ის ლიმიტით და მძღოლისა და მგზავრების დაზღვევით 20 000$-ის ლიმიტით განისაზღვრება.

აქცია მოქმედებს როგორც ერთიანი გადახდის, ისე ავტომობილის განვადებით შეძენის შემთხვევაში.

შოურუმში ელექტრომობილი "კონა" 64-კილოვატიანი ელემენტითაა წარმოდგენილი რომელიც, ერთი დამუხტვით 482 კილომეტრს ფარავს.

"ბოლო პერიოდში, საქართველოში ელექტრომობილებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. კერძო და საჯარო სექტორიც მოთხოვნის სტიმულირებისა და გარემოზე ზრუნვის წახალისებისთვის მოსახლეობას სულ უფრო მეტ შეღავათს სთავაზობს. ჩვენც, წინასაახალწლოდ გადავწყვიტეთ, ელექტრომობილებით დაინტერესებული მომხმარებელი წავახალისოთ, ხოლო ვისაც ჯერ შიდა წვის ძრავიან ავტომობილსა და ელექტრომობილს შორის არჩევანი არ გაუკეთებია, გადაწყვეტილების მიღებაში დავეხმაროთ", — აღნიშნავენ "ჰიუნდაი ავტო საქართველოში".

გარდა ამისა, მას, ვისაც ელექტრომობილის შესაძლებობები აინტერებს, შეუძლია, ტესტ-დრაივით ისარგებლოს:

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეულმა მომხმარებელმა იცოდეს, რა პროდუქტს ყიდულობს, არის თუ არა ის მისთვის კომფორტული და თავად დარწმუნდეს ჩვენი შეთავაზების უპირატესობაში. სწორედ ამიტომ მათ შეუძლიათ, ტესტ-დრაივით ისარგებლონ. შოურუმი მათ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით მოემსახურებათ. ტესტ-დარივზე ჩასაწერად მომხმარებლებმა "ჰიუნდაი ავტო საქართველოს" Facebook გვერდს ან ქოლ-ცენტრს უნდა მიმართონ: 591 484 484. ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით მოგემსახურებათ".

"ჰიუნდაი ავტო საქართველო" 1997 წლიდან Hyundai Motor Company-ის ოფიციალური დისტრიბუტორია. კომპანიის სათავო ოფისი თბილისში, აღმაშენებლის ხეივანის #204-ში, მდებარეობს. "ჰიუნდაი ავტო საქართველოს" ოფისი, შოურუმსა და სერვის ცენტრთან ერთად, რომლებიც უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი და ტექნიკური მომსახურების ფართო ასორტიმენტს მოიცავს, შესაბამისად, როგორც აღნიშნული ელექტრომობილის, ისე ჰიუნდაის მარკის სხვა ავტომობილების, მფლობელებსაც შეუძლიათ, კომპანიისგან მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღონ.