პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, პურის ფასი სუბსიდირების ხარჯზე არ მოიმატებს, თუმცა მისივე თქმით, რომ არა სუბსიდია, პური 15-20 თეთრით გაძვირდებოდა.

"მდგომარეობა ურთულესია. პური 15-20 თეთრით ძვირდება, მაგრამ ეს არ აისახება მოსახლეობაზე სუბსიდირების ხარჯზე. რომ არ სუბსიდირება, პურის ფასი 20 თეთრით უნდა გაზრდილიყო", — განაცხადა დოლიძემ მედიაცენტრ მთავარში.

მისივე თქმით, სუბსიდია აპრილის თვემდე არის გათვალისწინებული.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, 27 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირებაზე იმგვარად, რომ არსებული ფასები შენარჩუნდეს. მისივე თქმით, სუბსიდირების პროგრამა 4 თვის განმავლობაში, 31 მარტამდე იმოქმედებს.