დავაკავეთ ორი პირი, რომლებმაც სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს, კომპანიის საცავში შეაღწიეს და თანხას დაეუფლნენ — შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში კომპანია მისო ინტელექსპრესის გაქურდვის საქმეზე წარსულში ნასამართლევი ორი ადამიანი დააკავეს. უწყების ცნობით, მათ ბრალი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჯგუფურად ჩადენილ ქურდობაში ედებათ.
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 19 სექტემბერს ქუთაისში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და კომპანიის საცავში შეაღწიეს. იქ ლითონის საცავის კარის გაჭრით კი, დაეუფლნენ თანხას და ოქროს ნივთებს.
უწყების განცხადებით, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ერთ-ერთი ბრალდებულის სახლიდან ნივთმტკიცებად ოქროს ნივთები და მოპარული ფულის ნაწილი ამოიღეს, ხოლო მეორე ბრალდებულის სახლიდან 2 შეკვრად დაფასოებული, 3 231 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, ნაქურდალი ფულისა და ოქროს ნივთების ნაწილი, ასევე დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული სამუშაო იარაღები. მას დამატებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასაც ედავებიან.
პირველი ბრალდებულის მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.
მეორე ბრალდებულის მიმართ კი გამოძიება ამ მუხლის გარდა, დამატებით ასევე, სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
კომენტარები