ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზის თქმით, მას ერთ-ერტი საუკეთესო მანქანა ჰყავს, რომელიც ეპარქიაში გადაადგილებისთვის სჭირდება. როგორც მან რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, სასულიერო პირებს არა ჯიპები, არამედ ორხიდიანი ავტომობილები ჰყავთ, რომელთაგან ზოგი ნამდვილად ჯიპია.

"ჩემი ეპარქია იწყება 1 700 მეტრიდან და უფრო მაღლა. მე მყავს ერთი-ერთი საუკეთესო მანქანა, ჯიპი არაა, ლენდკრუიზერი 105, რომელიც კიდე უფრო ავაწევინე და მე, რომ ეს მანქანა არ მყავდეს, ეპარქიაში გადაადგილებას ვერ შევძლებ. მჭირდება მე ეს მანქანა და იცით, როგორი გაცვეთილია უკვე? იმიტომ, რომ ძალიან ბევრს დავდივარ", — განაცხადა მიტროპოლიტმა.