მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მისი საქმის პროცესი 7 დეკემბერს განახლდება. მან ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქზე დაწერა. გვარამიას თქმით, ამით "რეპრესიების ახალი ტალღა" დაიწყო.

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო. საქმე ეხება ბრალდებას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ. კერძოდ, ტელეკომპანიის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებიან. მას, ასევე, ბრალად ედება ფულის გათეთრება.