2020 წელი ყველასთვის ძირითადად უსიამოვნო მოულოდნელობებით სავსე აღმოჩნდა: შეიცვალა ჩვენი გეგმები, სწავლის ფორმატი, სამუშაო გარემო და საერთოდ მთელი ყოველდღიური რუტინა. ამის გამო ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რომ ვერც წლევანდელი ახალი წელი იქნება ისეთი, როგორიც მანამდე გვახსოვდა.

ამას თუნდაც ის ფაქტი ცხადყოფს, რომ წელს ისეთმა ნივთებმა შეიძინა განსაკუთრებული აქტუალობა და დანიშნულება, აქამდე რომ ვერც კი წარმოვიდგენდით და ამ სტატიაში სწორედ რამდენიმე მათგანს მოვუყარეთ თავი, რომლებიც წლევანდელ ახალ წელს ყველაზე შესაფერისი და საჭირო საჩუქარი იქნება.

ფასები მოცემულია სტატიის გამოქვეყნების მომენტისათვის

1. საახალწლო პირბადეების შეკვრა უსაფრთხოებისა და სათანადო განწყობისთვის

ქუდები, კაშნეები და ხელთათმანები იქით იყოს, წლევანდელი ზამთრის (და არა მარტო) მთავარი ატრიბუტი სწორედ პირბადეა. ეს სპეციალური შეკვრა კი, რომელშიც 30 ცალი სადღესასწაულო განწყობის სამშრიანი პირბადეა, ერთდროულად თქვენი და სხვების ჯანმრთელობის დაცვას შეუწყობს ხელს, ამავდროულად კი ახალი წლისთვის შესაფერისად მოიკაზმებით.

გამოიწერე ამაზონიდან $13.99-ად

2. ჭიქა წარწერით: "მარტო კი არ ვსვამ, უბრალოდ ფიზიკურ დისტანციას ვინარჩუნებ"

ფოტო: Amazon

იდეალური საჩუქარია მათთვის, ვინც ამ "ძვირფას" წელს სასმლით ხელში მარტო გააცილებს.

გამოიწერე ამაზონიდან $14.99-ად

3. პოსტერი, რომელიც შეგახსენებს ყველაფერს, თუ რა უნდა გააკეთო კარანტინის შემდეგ

ფოტო: Amazon

ვიღაცებისთვის ეს საჩუქარი, ალბათ, სხვა დროსაც სასურველი იყო, მაგრამ დაგვეთანხმებით, რომ წელს მან ყველასთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა: ფიზიკურმა დისტანცირებამ, თვითიზოლაციამ თუ კარანტინმა კარგად დაგვანახა იმ წვრილმანი აქტივობების ფასი, რომელთაც მანამდე სათანადო მნიშვნელობას არ ვანიჭებდით.

გამოიწერე ამაზონიდან $15-ად

4. საპნის ავტომატური დისპენსერი ვირუსებისგან უკეთ დაცვის გარანტით

ფოტო: Amazon

გასული თვეების განმავლობაში საპონი ჩვენი საუკეთესო მეგობარი იყო ვირუსებთან ბრძოლაში, ამ ნივთის საშუალებით კი კიდევ უფრო შევამცირებთ იმ ზედაპირებზე ხელით შეხებას, რომელთაც სხვებიც აქტიურად იყენებენ.

გამოიწერე ამაზონიდან $12.99-ად

5. მაისური, რომელიც ყველა სტუდენტს დააკვდება ტანზე

ფოტო: Amazon

პირველკურსელია, "შეტენილ საგნებს" გადის თუ მაგისტრატურაზე სწავლობს, Zoom აუცილებლად მისი ყველაზე კარგად ნაცნობი სტუდენტური გარემო იქნება, ამიტომ ეს მაისურიც ერთგვარი სახალისო სასწავლო ფორმა იქნება ნებისმიერი სტუდენტისათვის.

გამოიწერე ამაზონიდან $17.99-ად

6. პირბადის ჯაჭვი მეტი კომფორტისათვის

ფოტო: Amazon

პირბადის დროებით მოხსნისას მისი ნიკაპზე, ცალ ყურზე ან ხელზე დამაგრება რომ არ მოგიწიოთ, ეს აქსესუარი მარტივ გამოსავალს გაპოვნინებთ. თან ვინ იცის, იქნებ მოდურიც კი გახდეს.

გამოიწერე ამაზონიდან $12.99-ად

7. დღიური კარანტინში გატარებული დღეებისთვის, რათა მომავალში ამ წლის გამოცდილება გაიხსენო

ფოტო: Amazon

დღიურის წერა ყოველთვის ერთ-ერთი საუკეთესო თერაპიაა, განსაკუთრებით კი ახლა, როცა სოციალური ურთიერთობები შეზღუდულია და ჩვენი ემოციების გაზიარება სულ უფრო მეტად გვჭირდება.

გამოიწერე ამაზონიდან $9.99-ად

8. შუშის საწმენდი, რომელიც სათვალეებს დაორთქვლის საშუალებას არ მისცემს

ფოტო: Amazon

პირბადის გამოყენება კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა მათთვის, ვინც სათვალესაც ატარებს: მათ შუშა ხშირად ეორთქლებათ. ამ საჩუქრით კი ასეთ ადამიანს ამ პრობლემას მოაშორებთ და უზომო მადლიერებასაც დაიმსახურებთ.

გამოიწერე ამაზონიდან $10.55-ად

9. კარის გამღები მათთვის, ვინც ვირუსებს ყველგან უფრთხის

ფოტო: Amazon

სრულიად სამართლიანად ბევრი ყველგან ვირუსით დაინფიცირების საფრთხეს ხედავს, ამიტომაც კარის სახელურზე შიშველი ხელით შეხებაც კი არ სურს. ეს მარტივი ხელსაწყო ასეთ ადამიანებს არა მარტო კარის გაღებისას, არამედ ლიფტის გამოძახებისას და სხვადასხვა სენსორულ ეკრანზე შეხებას აარიდებს თავიდან.

გამოიწერე ამაზონიდან $8.98-ად

10. ნაძვის ხის სათამაშო 2020 წლის ყველაზე ცნობილი სიმბოლოს გამოსახულებით

ფოტო: Amazon

ცხადია, არ უნდა დაგვავიწყდეს ტრადიციული საახალწლო საჩუქრები. ნაძვის ხის სათამაშო ტუალეტის ქაღალდის გამოსახულებით კი ყველა ოჯახში წლის ყველაზე სიმბოლური და სახალისო დეკორაცია იქნება.

გამოიწერე ამაზონიდან $6.87-ად