პირველად რომ გამოჩნდა, Tesla-ს ტეკილა ილონ მასკის Twitter-ზე 1-ლი აპრილის ხუმრობა იყო და მას "ტესლაკილა" ერქვა. მიუხედავად ამისა, საბოლოო პროდუქტს ეს სახელი ვეღარ დარჩა, თუმცა ამასთან ძალიან ახლოს იყო.

საქმე ისაა, რომ ტეკილას ინდუსტრიის რეგულაციების მიხედვით სახელი "ტესლაკილა" ნებადართული არაა. სიტყვა "ტეკილა" წარმომავლობის აღნიშვნაა, რაც ნიშნავს, რომ ამ სიტყვის გამოყენება მხოლოდ ტეკილის აგრობიზნესს შეუძლია. ეს ასევე ნიშნავს, რომ არავის შეუძლია ამ სიტყვის თავის საკუთრებად დარეგისტრირება.

ბრენდინგის მთავარი პრობლემა ისაა, რომ — ტეკილის მარეგულირებელი საბჭოს (CRT) მიხედვით, რომელიც ტეკილის წარმოების, მოხმარებისა და მისით ვაჭრობის პროცესებზეა პასუხისმგებელი და მათ არეგულირებს — "ტესლაკილა" ძალიან ჰყავს სიტყვას "ტეკილა". CRT-ის სერტიფიცირების თავკაცმა მარტინ მუნიოსმა განაცხადა, რომ "ტესლაკილამ" შეიძლება პროდუქტის წარმომავლობის მიმართ დაბნეულობა გამოიწვიოს, მექსიკის ინდუსტრიული საკუთრების კანონმდებლობა კი კრძალავს სავაჭრო ნიშნის გამოყენებას. მარტივად თუ ვიტყვით, იმის გამო, რომ "ტესლაკილა" ძალიან ჰგავს სიტყვას "ტეკილა" მისი ბრენდად დარეგისტრირება არ შეიძლება.

2018 წელს იურიდიულმა წარმომადენელმა "ტესლაკილას" ბრენდის მექსიკაში დარეგისტრირება სცადა — ერთადერთ ქვეყანაში, სადაც ტეკილა კეთდება. 2019 წლის თებერვალში CRT-მ ბრენდის მიმართ საჩივარი გამოთქვა; 2019 წლის მარტში ინდუსტრიული საკუთრების მექსიკის ინსტიტუტმა თქვა, რომ "ტესლაკილას" დარეგისტრირება არ შეიძლებოდა, რადგან ის ძალიან ჰგავდა ტეკილის წარმომავლობის აღნიშვნას. 16 ივლისს მასკის გუნდი ამას დაუპირისპირდება არგუმენტით, რომ სიტყვა "ტესლაკილა" იყო კომპანიის სახელის, "ტესლას", და ბოლოსართი "-კილას" გაერთიანება. 2020 წლის 16 იანვარს მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება: ინდუსტრიული საკუთრების მექსიკის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ "ტესლაკილა" ბრენდად ვერ დარეგისტრირდებოდა.

მართალია, CRT-მ "ტესლაკილა" უარყო, მაგრამ ამით ყველაფერი არ დასრულებულა — დასრულდა მხოლოდ ეს სახელი. საბოლოოდ, პროდუქტს "ტესლა ტეკილა" (Tesla Tequila) დაერქვა.

რეგისტრაცია პირველი საფეხურია, რომელიც კომპანიამ ბრენდის შესაქმნელად უნდა გაიაროს. ეს იგივე პროცესია, რაც ტეკილას 1800-ზე მეტი ბრენდის გამყიდველმა 164 კომპანიამ გაიარა. მუნიოსის თქმით, თებერვალში ტესლამ დაივიწყა სახელი "ტესლაკილა" და "ტესლა ტეკილაზე" შეჯერდა. ამჟამად Tesla Tequila მექსიკაშიცაა დარეგისტრირებული და აშშ-შიც.

ფოტო: Tesla

მიუხედავად ამისა, ბრენდს კიდევ ერთი პრობლემა შეექმნა, რომელიც რეგულაციებთან არ იყო დაკავშირებული: ელვის ფორმის მინის ბოთლი, რომელშიც Tesla Tequila ისხმება. დიზაინი შთაგონებულია ტესლას GPS რუკების ხატულათი, რომელიც დასატენი სადგურების ადგილმდებარეობას აჩვენებს.

"რამდენიმე მომწოდებელმა გვითხრა, რომ ასეთი მინის ბოთლების მასობრივად წარმოება შეუძლებელი იყო", — განაცხადა ტესლას პროდუქტის დიზაინის ხელმძღვანელმა ხავიერ ვერდურამ.

საბოლოოდ, 5 ნოემბერს, ელვის ფორმის ბოთლი $250-ად გაეშვა გაყიდვაში და მარაგი იმავე დღეს ამოიწურა. "ეჭვიც არ გვეპარებოდა, რომ ასე მოხდებოდა", — თქვა ვერდურამ.