კლიმატის კრიზისის გამო ადამიანები შვილის გაჩენაზე უარს ამბობენ — კვლევა
"კლიმატის ცვლილება მთავარი ფაქტია, რატომაც გადავწყვიტე რომ ბიოლოგიური შვილი არ მყოლოდა. არ მინდა, ბავშვი მომაკვდავ პლანეტაზე გავაჩინო, მიუხედავად იმისა, რომ დედობა გულით მსურს".
კლიმატის აპოკალიფსური მდგომარეობის გამო სულ უფრო ცოტა ადამიანი აპირებს შვილის გაჩენას.
იმ კვლევის შედეგები, რომელშიც 27-დან 45 წლამდე 600 ადამიანი იყო ჩართული, მიუთითებს, რომ მონაწილეთა 96 პროცენტი კლიმატის ცვლილებების სავალალო შედეგების გამო შვილის გაჩენაზე დარდობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა შეუქცევადი პროცესები უკვე დაწყებულია.
კვლევა, რომლის ანგარიშიც გამოცემა Climate Change-ში გამოქვეყნდა, ამ საკითხის პირველი აკადემიური ნამუშევარია. მასში მონაწილეების თქმით, ისეთი ფაქტორები, როგორიც მსოფლიოში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ტემპერატურის ზრდა და ყინულოვანი საფარის დნობაა, პირდაპირ ახდენს გავლენას მომავალში დაბადებული ბავშვების კეთილდღეობაზე.
კვლევის შედეგების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეების თითქმის 75 პროცენტი ქალი იყო, მნიშვნელოვანი განსხვავება სქესის მიხედვით მონაწილეებს შორის არ ყოფილა, რადგან ორივე შემთხვევაში ისინი მათი პოტენციური შვილების მომავალზე ღელავდნენ.
თუმცაღა კლიმატის ცვლილება და მასთან დაკავშირებული საკითხები ადამიანებისათვის პრობლემას წარმოადგენს, მონაწილეების 60 პროცენტის თქმით, მათ დიდად არ ადარდებდათ მათი შესაძლო შთამომავლების მიერ დატოვებული ნახშირბადის ნაკვალევი.
სინგაპურის იეილ-NUS-ის კოლეჯის პროფესორი, მეთიუ შნაიდერ-მაიერსონი, მიიჩნევს, რომ ადამიანებისათვის ეს ორი საკითხი ყოველთვის ურთიერთდაკავშირებული არაა.
"შთამომავლობის მიერ დატოვებული ნახშირბადის ნაკვალევთან დაკავშირებული შიშები კვლევის მონაწილეებს შორის, როგორც აღმოჩნდა, განყენებული და ნაკლებად აქტუალურია", — ამბობს შნაიდერ-მაიერსონი, — "თუმცა შიშები, რომლებიც უკვე მოვლენილი ან პოტენციური შვილების საცხოვრებელ პირობებს უკავშირდება, ნამდვილად ყოვლისმომცველი და ემოციური გამოდგა. პასუხების მოსმენა ხშირად მტკივნეული იყო — ზოგიერთმა მონაწილემ მთელი გული გადაგვიშალა".
ერთ-ერთმა 31 წლის ეგრეთ წოდებულმა child-free ("უბავშვო") ქალმა აღნიშნა, რომ პლანეტის მდგომარეობა მისი არჩევანის განმსაზღვრელი იყო: "კლიმატის ცვლილება მთავარი ფაქტია, რატომაც გადავწყვიტე რომ ბიოლოგიური შვილი არ მყოლოდა. არ მინდა, ბავშვი მომაკვდავ პლანეტაზე გავაჩინო, მიუხედავად იმისა, რომ დედობა გულით მსურს".
მონაწილე მშობლების 6-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ისინი, გარკვეულწილად, ნანობდნენ შვილის გაჩენას.
"შვილების ყოლას ვნანობ, რადგან შეძრწუნებული ვარ იმ ფაქტით, რომ მათ კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ სამყაროს აღსასრულთან გამკლავება მოუწევთ", — აღნიშნა 40 წლის მშობელმა.
"გაოცებული ვიყავი — მშობლებისთვის ამ განცხადების გაკეთება განსაკუთრებით რთულია", — აღიარებს ერთ-ერთი მკვლევარი, რომელიც კვლევაში მონაწილეთა გულწრფელი პასუხებით აღფრთოვანებულია. მისი მოსაზრებით, ამ ბრუტალური გულახდილობის მიზეზი, შესაძლოა, ის ფაქტორი გახდა, რომ კვლევა ანონიმურად ჩატარდა, შესაბამისად პიროვნული დამუნათების და დადანაშაულების შესაძლებლობა არ არსებობდა.
"ეს არის შესანიშნავი გზა, რომ დავინახოთ, როგორ მოიაზრებს ზოგიერთი ადამიანი საკუთარ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვნად მიჩნეულ გადაწყვეტილებას", — დასძენს მკვლევარი.
შნაიდერ-მაიერსონის თქმით, მომავალში, გარემო ფაქტორების კიდევ უფრო გაუარესების გამო მეტი ადამიანი იტყვის უარს შვილის გაჩენაზე.
"ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ დაუყოვნებლივი მოქმედება გვჭირდება, რათა პრობლემის მიზეზი აღმოვფხვრათ — ანუ თავად კლიმატის ცვლილება".
მომავლისადმი დამოკიდებულების შესახებ კი კვლევის მონაწილეების პასუხები არცთუ იმედიანი აღმოჩნდა — 92,3 პროცენტს მომავალი წლებისადმი პესიმისტური დამოკიდებულება აქვს, 5,6 პროცენტს — გაურკვეველი, 0,6 პროცენტი კი ოპტიმისტურადაა განწყობილი.
შნაიდერ-მაიერსონი ასევე აღნიშნავს, რომ უფრო ზუსტი შედეგების მისაღებად ძვირადღირებული კვლევა იქნებოდა საჭირო, თუმცა რადგან ამჟამინდელი შედეგები აშშ-ში მცხოვრები თეთრკანიანი და განათლებული, ლიბერალურად მოაზროვნე ადამიანების შეხედულებებს ასახავს, იგი მიუთითებს, რას ფიქრობს ხალხი 21-ე საუკუნეში ცხოვრებაზე.
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედია ორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედია ორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
კომენტარები