ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე 5 მანქანა გაძარცვეს. შემთხვევა, სავარაუდოდ, გუშინ ღამე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია სარკეები, მაგნიტოფონები და პლანშეტები.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.