ავიაკომპანია AirBaltic-მა დეკემბრის რეგულარული რეისები რიგა-თბილისი-რიგის გააუქმა. სამოქალაქო ავიაციის ინფორმაციით, Georgian Airways-მა გააუქმა შემდეგი რეისები:

  • 3, 10, 17 და 31 დეკემბერის თბილისი-ვენა-თბილისი ფრენები;
  • 4, 9 და 11 დეკემბრის თბილისი-ბერლინი-თბილისი ფრენები;
  • 4 და 11 დეკემბრის ფრენები თბილისი-პარიზი-თბილისი ფრენები.

ჯერ კიდევ ნოემბერში ცნობილი იყო, რომ WizzAir 19 დეკემბრამდე აუქმებდა განახლებულ ფრენებს რიგა-ქუთაისი-რიგის მიმართულებით, ასევე ავიაკომპანიამ 18 დეკემბრამდე გადადო ოპერირების განახლება დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნდის მიმართულებით და 2021 წლის 12 იანვრამდე ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსის მიმართულებით. რეგულარული რეისების გაუქმების მიზეზი ლატვიის, გერმანიისა და ლიეტუვას მიერ, ადგილზე ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო დაწესებული სასაზღვრო და სანიტარული შეზღუდვები სახელდება.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადების თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და კვლავ წესდება სასაზღვრო და სანიტარული შეზღუდვები, მოქალაქეებს მოუწოდებენ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს; ასევე, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს და ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებსა და განრიგებს.