მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვები არ ეხება ავტომობილების ტექნიკურ ინსპქტირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ კვლავ სავალდებულოა ავტომობილების ტექინსპექტირების ჩატარება შესაბამის ვადებში - ანუ, მანქანის რეგისტრაციის თარიღამდე.

საქართველოში ტექინსპექტირების ყველაზე დიდი ქსელი, გრინვეი მოუწოდებს ავტომფლობელებს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, იზრუნონ თავის და სხვების უსაფრთხოებაზე და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, თავიდან აიცილონ საჯარიმო სანქციები - დროულად მიმართონ გრინვეის ნებისმიერ ცენტრს თბილისსა თუ რეგიონებში და გაიარონ სავალდებულო ტექინსპექტირება უმარტივესად.

"მოვუწოდებთ მძღოლებს, დროულად გადაამოწმონ, თუ როდის უწევს თქვენს ავტომობილის ტექინსპექტირება და მოემზადონ გრინვეიში ვიზიტისთვის. ჩვენი ყველა სერვის ცენტრი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, როგორც თბილისში, ისე საქართველოს ნებისმიერ რეგიონში", — აცხადებენ კომპანიაში.

ტექინსპექტირების ზუსტი თარიღის გაგება ნებისმიერ ავტომფლობელს შეუძლია გრინვეის ვებგვერდზე www.umartivesad.ge. ასევე შესაძლებელია ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა სასურველ დროს, ხელსაყრელი მდებარეობის ცენტრში, ამავე ვებგვერდზე, ან ტელეფონით: 2 99 77 77.

როგორც ცნობილია, ტექინსპექტირებისას ავტომობილები მოწმდება 10 ელემენტის მიხედვით:

  1. სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია
  2. სამუხრუჭე აღჭურვილობა
  3. საჭით მართვის სისტემა
  4. ხილვადობა
  5. ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა
  6. ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება
  7. შასი და მისი შემადგენლები
  8. სხვა მოწყობილობები
  9. უარყოფითი ზემოქმედება (მათ შორის, გამონაბოლქვი)
  10. დამატებითი ინსპექტირება მგზავრთა გადამყვან M2, M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის.