Black Mirror-ის შემქმნელი 2020 წლის შესახებ ახალ პროექტზე მუშაობს
ყველაზე საშინელი წლის ნომინაციაში გამარჯვებული 2020-ის შესახებ მალე სატელევიზიო პროექტს ვიხილავთ.
ამ პროექტს კი არც მეტი, არ ნაკლები, ბოლო წლების ყველაზე გახმაურებული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალის — შავი სარკის შემოქმედი ჩარლი ბრუკერი უხელმძღვანელებს.
წარმოგიდგენიათ უკვე ხომ, წინ როგორი სანახაობა გველოდება?
ამ ჯერჯერობით გასაიდუმლოებული პროექტის შესახებ მსახიობმა ჰიუ გრანტმა ისაუბრა, რომელსაც ერთ-ერთ როლში ვიხილავთ კიდეც: უცნობია, მომავალი პროექტი ფილმი იქნება თუ სერიალი, მაგრამ ჰიუ გრანტის თქმით, ის მოქუმენტური (mockumentary) ჟანრის იქნება — მხატვრული ნაწარმოები, რომელიც ფიქციურ მოვლენებს დოკუმენტური სტილით ასახავს (მაგალითად, ფილმი ბორატი).
"ჩარლი ბრუკერმა 2020-ს შესახებ სცენარი ნეტფლიქსისთვს დაწერა. მასში მე ისტორიკოსის როლს მოვირგებ, რომელიც ამ წელთან დაკავშირებით გამოკითხვას ატარებს", — სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა ჰიუ გრანტმა ინტერვიუში.
ჩარლი ბრუკერი შავ სარკეს დასაწყისიდანვე — 2011 წლიდან ხელმძღვანელობს, როცა ის ჯერ კიდევ Channel 4-ის პროდუქცია იყო, ახლა კი ნეტფლიქსისთვის აგრძელებს დისტოპიური სცენარების მოგონებას.
ამ შოუს ჯერჯერობით ბოლო, მეხუთე სეზონი 2019 წლის ივნისში გამოვიდა და მასში ისეთი ცნობილი სახეები ვიხილეთ, როგორებიც არიან მაილი საირუსი, ენტონი მაკი და ენდრიუ სკოტი. უცნობია, როდის ვიხილავთ შემდეგ სეზონს, რადგან ბრუკერმა ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში განცხადა, რომ სამყარო ახლა მეექვსე სეზონისთვის ზედმეტად პირქუში იქნებოდა.
როგორც ჩანს, მალე ერთდროულად შემოგვთავაზებს როგორც მომავლის, ისე აწმყოს კოშმარულ ზმანებებს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები