თბილისის ზღვის ჰოსპიტალი დააყაჩაღეს. კლინიკაში ღამით ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა, წაღებულია თანხა, დაახლოებით 5 000 ლარამდე. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ფაქტს ვადასტურებ, არავინ დაშავებულა, კამერები ამოიღეს. ვერ გეტყვით, იდენტიფიცირებულია თუ არა თავდამსხმელი, ეს პოლიციის პრეროგატივაა. კლინიკიდან წაიღეს ფული, ეს იყო ყაჩაღობა. იყო ორი შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელმაც დააყაჩაღა კლინიკა. დაცვა გვყავს, მაგრამ ერთმა დაცვის თანამშრომელმა გაუწია წინააღმდეგობა. წაღებულია 5 000 ლარამდე", — აცხადებს კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი TV პირველთან.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარეობს გამოძიება და საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.