რამდენადაც სასარგებლოც არ უნდა იყოს ავტომობილი ტესლას დაცვის რეჟიმი, მას ჯერ კიდევ არ შეუძლია ვიდეო გამოსახულება მუდმივად, პირდაპირ ეთერში მოგვაწოდოს. ვიდეოჩანაწერების ნახვა მხოლოდ ავტოკატასტროფის შემთხვევაში არის შესაძლებელი. თუმცა, კარგი იქნებოდა კამერებიდან დანახვა ნებისმიერ დროს შეგვძლებოდა. ამ კუთხით, მკვლევრებმა რამდენიმე მინიშნება აღმოაჩინეს, რაც დისტანციურად, მანქანის კამერიდან დანახვის საშუალებას იძლევა.

ჯერჯერობით, უცნობია ეს ახალი ფუნქცია როგორ იმუშავებს, თუმცა, სავარაუდოდ მანქანა დროდადრო მიაწვდის ვიდეოკადრებს მომხმარებელს (რაც გულისხმობს იმას, რომ სრულიად პირდაპირ ეთერი არ იქნება) და ასე იქნება შესაძლებელი მანქანის კამერებიდან დანახვა. აღსანიშნავია ისიც, რომ კამერის სტრიმს 30 მეგაბაიტი/წთ სჭირდება, რაც დიდ ზეწოლას არ მოახდენს ისეთ ტელეფონებზე, რომლებსაც LTE ან 5G მხარდაჭერა აქვთ.

ჯერ კიდევ უცნობია, თუ როდის გამოვა კამერის განახლება ტესლას ავტომობილებისთვის, თუმცა, ილონ მასკი ირწმუნება, რომ უქმეებზე ყველა ტესლას მფლობელი მიიღებს სისტემის დიდ განახლებას. ახალი განახლება კი, თუ სწორედ ისაა რასაც დღეს ვვარაუდობთ, დიდ პრივილეგიას მიანიჭებს ტესლას, სხვა მწარმოებლების მანქანებთან შედარებით.