შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ჰეროინი პირის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების არაერთგზის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას.