საუდის არაბეთმა ისრაელის სამგზავრო თვითმფრინავებს, რომლებიც გაერთიანებული ემირატებისკენ მიემგზავრებიან, საკუთარი საჰაერო ტერიტორიის კვეთის უფლება მისცა. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საუდის არაბეთის წარმომადგენელი თეთრი სახლის კონსულტანტს, ჯერედ კუშნერს შეხვდა.

პირდაპირი ფრენები ქვეყნებს შორის ნორმალიზაციის შეთანხმების ნაწილია, რომელიც ისრაელმა ამ წელს არაბეთის გაერთიანებულ ემირატებთან, ბაჰრეინთან და სუდანთან გააფორმა.

არაბთა გაერთიანებულმა ემირატებმა უკვე მიიღო სარგებელი ნორმალიზაციისგან, მათ შორის, თეთრი სახლი იარაღის მიყიდვით.

ათწლეულების განმავლობაში არაბული სახელმწიფოების უმეტესობა ბოიკოტს უცხადებდა ისრაელის ახლადშექმნილ სახელმწიფოს. ისინი აცხადებდნენ, რომ ისრაელთან კავშირების დამყარება მხოლოდ მას შემდეგ მოხდებოდა, რაც პალესტინის დავა მოგვარდებოდა.