4 სადაზღვევო ტერმინი, რომლის განმარტებაც აუცილებლად უნდა იცოდე
სადაზღვევო ინდუსტრიასა და ტერმინებში გარკვევა ახალბედა მომხმარებლისთვის საკმაოდ რთულია, ვინაიდან მათთვის უცხო და სრულიად ახალ დარგთან უწევთ შეხება. თუმცა, აუცილოებელია დაზღვევის მომენტში და შემდეგაც კარგად გესმოდეს ამ უცხო ტერმინთა არსი. ჩვენი სტატია კი, ვფიქრობთ, ნამდვილად დაგეხმარებათ ხშირად დასმულ კითხვებზე ყველაზე მარტივი და გასაგები განსაზღვრება მიიღოთ:
სადაზღვევო შემთხვევად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი შემთხვევები, რომელიც თქვენი ხელშეკრულების მიხედვით ანაზღაურებას ექვემდებარება. მაგალითად, თუ ფლობთ ავტომობილის დაზღვევას და თქვენი მანქანა სეტყვის შედეგად დაზიანდა, შეგიძლიათ შეატყობინოთ კომპანიას, რომ სადაზღვევო შემთხვევა დაგიფიქსირდათ და მოითხოვოთ შესაბამისი ანაზღაურება.
მოცდის პერიოდი ზოგიერთი ტიპის დაზღვევას აქვს, ზოგსაც არ აქვს. ტერმინი აღნიშნავს იმ დროის რაოდენობას, რა დროც უნდა გავიდეს სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფრომების შემდეგ დაზღვევის გასააქტიურებლად. მაგალითად, თუ შეიძენთ ჯანმრთელობის დაზღვევას და თქვენს ხელშეკრულებაში მითითებულია მოცდის პერიოდი 1 თვე, ეს ნიშნავს, რომ თქვენი სადაზღვევო პოლისი ერთ თვეში გააქტიურდება და მაგალითად, დაზღვევის თანაგადახდით სარგებლობაც ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის გასვლის შემდეგ შეგეძლებათ.
ფრანშიზა არის ის მინიმალური თანხა, რომელსაც სადაზღვევო კომპანია არ ფარავს. რაც ნიშნავს, რომ თქვენი პოლისით გათვალისიწინებული სადაზღვევო შემთხვევების დადგომისას, მინიმალურ ნაწილს იხდით თქვენ. ფრანშიზა, უმეტესად, ფიქსირებული თანხაა. მაგალითად, თუ მოგზაურობას გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა შეიძინოთ სამოგზაურო დაზღვევა და თუ თქვენი სამოგზაურო დაზღვევის პოლისით განსაზღვრული ფრანშიზა 100 ლარია, ეს ნიშნავს, რომ თუ 1000 ლარის ღირებულების ზარალი შეგემთხვევათ, 100 ლარს თქვენ გადაიხდით, 900 ლარს კი სადაზღვევო დაფარავს. ასევე, თუ სადაზღვევო შემთხვევა ზარალს ფრანშიზით დათქმული თანხის (ამ შემთვევაში 100 ლარის) ფარგლებში გამოიწვევს მას სადაზღვევო არ დაფარავს.
ალბათ, ხშირად სვამთ კითხვას თუ რა ღირს დაზღვევა. პრემია სწორედ დაზღვევის ღირებულებაა. ანუ, ის თანხა, რაც დაზღვევის შესაძენად გჭირდებათ. სადაზღვვო პრემია ერთ ფიქსირებულ რაოდენობას გულისხმობს, რომელსაც, შემდეგ, თქვენ ანაწილებთ და იხდით ყოველთვიურად, კვარტლურად, ან სულაც ერთჯერადად და სრულად. უფრო ნათლად რომ წარმოიდგინოთ, თუ გადაწყვეტთ, რომ ბინის დაზღვევა შეიძინოთ, რომლის ჯამური წლიური ღირებულება, ვთქვათ, 500 ლარია, ეს ნიშნავს, რომ სწორედ სადაზღვევო პრემია შეადგენს თანხას 500 ლარის ოდენობით, რომელიც შეგიძლიათ როგორც თვეებზე, ასევე კვარტლურადაც გაანწილოთ.
როგორც ხედავთ, სადაზღვევო ტერმინოლოგიაში გარკვევა სინამდვილეში ძალიან მარტივია, თანაც თითოეული ტერმინის განმარტებას თავად ხელშეკრულებაშიც კი ნახავ. საბოლოოდ კი გაითვალისწინეთ, რომ თუ დაზღვევის შეძენას გადაწყვეტთ, თიბისი დაზღვევა საუკეთესო მომსახურებასა და სერვისს სწრაფად და მარტივად გთავაზობთ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები