საშობაოდ თეთრი სახლის განსაკუთრებული დეკორაციებით მორთვა ათწლეულოვანი ტრადიციაა, რომელსაც ძირითადად, როგორც წესი, პირველი ლედი უდგას ხოლმე სათავეში.

წელს, ისევე როგორც გასული სამი წლის განმავლობაში, თეთრი სახლის საშობაო დიზაინზე დონალდ ტრამპის ცოლმა, მელანია ტრამპმა იზრუნა. აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო შემთხვევა იყო, როცა მას ეს პასუხისმგებლობა დაეკისრა: სულ მალე თეთრ სახლს ჯონ და ჯილ ბაიდენები გადაიბარებენ.

მანამდე კი მელანიამ ძალისხმევა არ დაიშურა, რათა აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია ტრადიციულად სადღესასწაულოდ მოერთო: ამის საილუსტრაციოდ ტვიტერის პირად ანგარიშზე გამოქვეყნებული ვიდეოთი თეთრ სახლში სპეციალური ტურიც მოაწყო.

"წლის ამ განსაკუთრებულ დროს მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად გავიზიარო "ამერიკის მშვენიერება" და პატივი მივაგო ჩვენი ერის სიდიადეს. ჩვენ ერთად ვადიდებთ ქვეყანას, რომელსაც სიამაყით ვუწოდებთ სახლს", — წერს მელანია გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში.

ვიდეოში ვხედავთ ტრადიციული სტილის დიზაინს: ინტერიერი მორთულია ძირითადად თეთრი განათებებითა და წითელი სათამაშოებით გაფორმებული მწვანე ნაძვის ხეებით.

ახლო ხედების საშუალებით ვხედავთ დეკორის კიდევ უფრო წვრილმან დეტალებს, იქნება ეს მოქსოვილი ორნამენტები წარწერით იყავი საუკეთესო თუ მატარებელი, რომელსაც თეთრი სახლის ექსპრესი აწერია.

ფოტო: Hannah Gaber, USA TODAY

ფოტო: Hannah Gaber, USA TODAY

ფოტო: Hannah Gaber, USA TODAY

ფოტო: Hannah Gaber, USA TODAY

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ ამერიკის ამჟამინდელი პირველი ლედი სწორედ შობასთან დაკავშირებული განცხადების გამო სკანდალში გაეხვა: მელანია ტრამპის ყოფილმა მეგობარმა სტეფანი უინსტონ უოლკოფმა დაწერა წიგნი მელანია და მე, ამავდროულად კი ოქტომბერში საიდუმლო ჩანაწერი გამოაქვეყნდა, სადაც თეთრი სახლის საშობაო მორთულობაზე საკუთარ დამოკიდებულებას ამჟღავნებს.

"ამ საშობაო რაღაცებზე ისე მიწევს მუშაობა, რომ არც არავის აინტერესებს დიდად, თუმცა ეს ჩემი მოვალეობაა, გესმის? და როცა ამას ვაკეთებ და ვგეგმავ ყველაფერს, მერე ვიღაცები იტყვიან: "და მშობლებისგან დაშორებულ [ემიგრანტ] ბავშვებზე რაღას იტყვი?" თითქოს ეს წყეული დასვენება მე არ მჭირდება", — ისმის ჩანაწერში.

ვიმედევნოთ, რომ მალე, როცა ისეთი რთული საქმეები, როგორიც იმის გადაწყვეტაა, თუ როგორი ფერის სათამაშოები უნდა დაიკიდოს ნაძვის ხეზე, მელანია ტრამპს ჩამოშორდება, ნანატრ დასვენებასაც მიიღებს.

ფოტო: Giphy