ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ერთი პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

როგორც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი კირთაძემ TV პირველს განუცხადა, აქციაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავდა მინიმუმ, 4 ადამიანი. მისი განცახდებით, მათ ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, ხოლო ერთი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მისივე თქმით, სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ორგანიზაცია იმოქმედეს წევრებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს ჰელიუმის ბუშტებით გაუგზავნეს თაბახის ფურცელზე წარწერა: თორნიკე შეხვდი ხალხს.

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. აჭარაში უკვე ერთი თვეა აქციები მიმდინარეობს.