შემოდგომის მიწურულს ქართველი კინომოყვარულები განსაკუთრებულად ელიან: ეს ის დროა, როცა თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად იმართება და ამ კინოს დღესასწაულზე ათასობით გულშემატკივარი კინოთეატრებში იყრის თავს, რათა დიდ ეკრანზე როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო კინოს წლის მნიშვნელოვანი ნამუშევრებით დატკბეს და შეაფასოს.

წელს, სამწუხაროდ, ეს ბევრისთვის საყვარელი ფორმატი შექმნილმა გარემოებამ რადიკალურად შეცვალა: ფესტივალი გაიმართება, ოღონდ ონლაინ პლატფორმაზე. მართალია, წლევანდელი საფესტივალო ფილმების ყურება მცირე ეკრანზე მოგვიწევს, თუმცა სანაცვლოდ მათი ხილვა ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება, რაც კიდევ უფრო მეტ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, რომ გასული წლის გამორჩეული კინოსურათები იხილონ.

თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 30 ნოემბერს იწყება ინდუსტრიული დღეებით (ვორქშოფები, მასტერკლასები და პანელური დისკუსიები Zoom-ის საშუალებით), 14 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით კი კინოჩვენებები ონლაინ პლატფორმა FESTIVAL SCOPE-ზე გაიმართება.

წელს სულ 20 სრულმეტრაჟიანი ფილმი 2 სექციაში იქნება წარმოდგენილი: მსოფლიო კინო და დამზადებულია გერმანიაში — პირველ სექციაში 16 ფილმია გაერთიანებული, მეორეში კი — 4. მათ შორისაა წლევანდელი ბერლინალეს პრიზიორი ფილმებიც: ცუდი ზღაპრები, რომელიც საუკეთესო სცენარის მქონე კინოსურათად დასახელდა და ქალი, რომელიც გაიქცა, რომლის კორეელი შემოქმედიც სან-სუ ჰონი საუკეთესო რეჟისორად დასახელდა.

სრული პროგრამა ასე გამოიყურება:

  • A Fish Swimming Upside Down / თევზი, რომელიც ზურგზე ცურავს (რეჟ: ელიზა პეტკოვა);
  • Another Round / თრობა (რეჟ: თომას ვინტერბერგი);
  • Apples / ვაშლები (რეჟ: ხრისტოს ნიკუ);
  • Bad Tales / ცუდი ზღაპრები (რეჟ: ფაბიო და დამიანო დ’ინოჩენცო);
  • Charlatan / შარლატანი (რეჟ: აგნიეშკა ჰოლანდი);
  • Conference / კონფერენცია (რეჟ: ივან ტვერდოვსკი);
  • Delete History / ისტორიის წაშლა (რეჟ: ბენუა დელეპინი, გიუსტავ კერვერნი);
  • Father / მამა (რეჟ: სრდან გოლუბოვიჩი);
  • I Am Greta / მე გრეტა ვარ (რეჟ: ნათან გროსმანი);
  • Into Dad’s Woods / მამაჩემის ტყე (რეჟ: ვერო კრატცბორნი);
  • Laila in Haifa / ლაილა ჰაიფაში (რეჟ: ამოს გიტაი);
  • Memory House / მოგონებების სახლი (რეჟ: ჟოაუ პაულუ მირანდა მარია);
  • Model Olimpia (რეჟ: ფრედერიკ ჰამბალეკი);
  • Never Gonna Snow Again / აღარასდროს მოთოვს (რეჟ: მარგოჟატა შუმოვსკა, მიხალ ენგლერტი);
  • Siberia / ციმბირი (რეჟ: აბელ ფერარა);
  • Sisters Apart / ცეცხლში (რეჟ: დაფნე ხარიზანი);
  • Summer of ’85 / 1985-ის ზაფხული (რეჟ: ფრანსუა ოზონი);
  • The Roads Not Taken / უვალი გზები (რეჟ: სალი პოტერი);
  • The Woman Who Ran / ქალი, რომელიც გაიქცა (რეჟ: სან-სუ ჰონი);
  • Undine / უნდინე (რეჟ: ქრისტიან პეცოლდი).

უფრო ვრცლად უახლოეს დღეებში დაგეგმილ სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაციას შეგიძლიათ თვალი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფეისბუქგვერდზე მიადევნოთ.