მოძრაობა საქართველოსთვის პარლამენტთან აქციას მართავს. მათი მოთხოვნა ხელახალ არჩევნებს და კოვიდრეგულაციებს ეხება. აქციის ორგანიზატორის, ნიკა ნარსიას განცხადებით, მთავრობამ თითოეულ მოქალაქეს 500-ლარიანი დახმარება უნდა დაუნიშნოს, გახსნას ტრანსპორტი უსაფრთხოების წესების დაცვით და პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა უნდა უზრუნველყოს.

ფოტო: თამთა კახაბერიძე/On.ge

პარლამენტთან ამჟამად ორი კარავია გაშლილი. ორგანიზატორების თქმით, ისინი პროტესტს გააგრძელებენ სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. ამასთან, პარლამენტის უკანა შესასვლელთან გავლებულია წითელი ხაზი.

ფოტო: თამთა კახაბერიძე/On.

ასევე, ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტს უერთდებიან ანტისაოკუპაციო მოძრაობა, ძალა ერთობაშია და ორგანიზაცია დაიცავი არჩევანი.

ფოტო: თამთა კახაბერიძე/On.ge

ფოტო: თამთა კახაბერიძე/On.