რეგულაციებით, საცალო და საბითუმო მოვაჭრეებს საქმიანობა ონლაინ შეუძლიათ — ფერაძის პასუხი მეყვავილეების აქციაზე
შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ მეყვავილეებზე საუბრისას განაცხადა, რომ საცალო/საბითუმო ვაჭრობა შეზღუდულია და არა აკრძალული. როგორც მან განმარტა, შეზღუდვების პირობებში მოვაჭრეებს დისტანციურად, ონლაინ შეუძლიათ ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელება.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ბექა ფერაძეს ჰკითხეს, რა საფრთხეს წარმოადგენენ მეყვავილეები, რომლებიც ღია ცის ქვეშ ვაჭრობდნენ და რატომ ეკრძალებოდათ მათ საქმიანობა.
"რაც შეეხება საცალო/საბითუმო ვაჭრობას, ზოგადად, როგორც იცით, მთავრობის დადგენილებით იქნა შეზღუდული მსგავსი ტიპის საქმიანობა, თუმცა ეს არის შეზღუდვა და არა აკრძალვა. შეზღუდვა ნიშნავს, რომ მათ დისტანციურად ონლაინ განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა. ეს არ არის აკრძალული, თუმცა მობილობის შესამცირებლად მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შეზღუდული. შესაბამისად, გამონაკლისი არ არის საქართველოც", — განაცხადა ბექა ფერაძემ.
თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ყვავილების გამყიდველები მთავრობის რეგულაციებს აპროტესტებენ, რომელთა მიხედვით, მათ გარე სივრცეში ვაჭრობა აეკრძალათ. ყვავილების გამყიდველების თქმით, გუშინ საღამოს მათთან შრომის ინსპექცია მივიდა და განუმარტა, რომ დღეიდან მუშაობას ვეღარ შეძლებდნენ. დღეს დილიდან ისინი კვლავ შეიკრიბნენ და ითხოვენ, მუშაობის გაგრძელების უფლება მიეცეთ. ადგილზე პოლიციის რამდენიმე მანქანაა მობილიზებული.
მოვაჭრეები ამბობენ, რომ ისინი ონლაინმუშაობაზე ვერ გადავლენ, რადგან მათი მომხმარებელი იაფიან ყვავილებს ყიდულობს, ამიტომ ადგილზე მიტანისთვის კიდევ 5 ლარს არ დაამატებს.
"ყველამ ხომ უნდა იარსებოს? ჭამა ხომ უნდა ამ ხალხს? უმრავლესობა მუშაობს პურის ფულისთვის. ქარხანა-ფაბრიკები მუშაობს თუ რა? რით უნდა ვიარსებოთ? ვის აქვს თანხა გადანახული?!", — უთხრა On.ge-ს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მეყვავილეებმა გზის გადაკეტვაც სცადეს, მაგრამ პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. ისინი ამბობენ, რომ მათი ოჯახების ერთადერთი შემოსავალი დღის განმავლობაში ყვავილების გაყიდვით მიღებული ფულია. მეყვავილეები დაშლას არ აპირებენ — მათ გაფრთხილებას ხელი არ მოაწერეს და ელოდებიან, რომ დააჯარიმებენ. მათი თქმით, ამჟამად შრომის ინსპექცია ამას ადგილზე მყოფი ჟურნალისტების გამო ერიდება. აქციის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ მათთან სასაუბროდ მთავრობის წარმომადგენლები მივლენ და საკუთარი პრობლემების მათთვის გაზიარებას შეძლებენ.
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები