დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით საქართველოში ვაქცინა, სავარაუდოდ, მარტი-აპრილის პერიოდში იქნება.

"ჩვენ რომ გადავიხადეთ 4,5 მლნ უკვე წინასწარი შენატანი ცოტა მეტი გადავიხადეთ, მაგრამ ჩვენ გადავიხადეთ იმ პირობით, რომ შეგვეძლება ვაქცინის არჩევა. რასაც გიკარნახებენ ის კი არ შემოიტანო, ანუ შენ შეარჩიო ვაქცინა. ამიტომ, დიდი ალბათობით, ეს იქნება, ჩემი გადასახედიდან, სადღაც მარტი-აპრილისთვის, მაგრამ ამავე დროს დავალება არის საკოორდინაციო საბჭოსი და ჩვენც ვმუშაობთ პირდაპირ შესყიდვებზე, ასევე, გარდა კოვაქს პლატფორმისა", — განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თქმით, ვაქცინაცია ჯერჯერობით იმ ქვეყნებმა დააანონსეს, რომლებიც თვითონ აწარმოებენ ვაქცინებს.

"ჯერჯერობით, ამ ეტაპამდე არცერთ ვაქცინა არ არის დამტკიცებული არც FDA-ს მიერ, არც ევროპპის წამლის სააგენტოს მიერ, არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ამას ელოდებიან ძირითადად დეკემბრის შუა რიცხვებში 15-დან 20-მდე, თუმცა არსებობს ე.წ. დამტკიცების ფორმა ე.წ. ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების შესახებ Emergency use ასეთი ფორმა აქვს FDA-ს და ევროპის სააგენტოს, იგივე ჯანამრთელობსი მსოფლიო ორგანიზაციის სააგენტოს, რომლებმაც შეიძლება მისცენ ვაქცინას მწვანე გზა დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ. ამიტომ, შესაძლებელია, როგორც დაგისახელეთ, ამ ქვეყნებმა დაიწყონ", — განაცხადა გამყრელიძემ.

30 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 216 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა — 3 937, გარდაიცვალა — 37.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 135 584-ს. ასევე, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 113 986-მდე. ხოლო, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 267 გარდაცვალების შემთხვევა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: