შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით, 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო 6 177 ობიექტს ზეპირი და წერილობითი გაფრთხილება მიეცა, ხოლო 3 — დაჯარიმდა. ფერაძის თქმით, ორი დღის განმავლობაში სულ 10 374 ობიექტი შემოწმდა.

"ასევე, 4 194 ობიექტს შეუჩერდა სამიქნობის ნებართვა და იზოლაციის ფაქტის დარღვევის გამო ერთი ობიექტი გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში შესაბამისი რეაგირებისთვის", — განაცხადა ფერაძემ.

აქედან, თბილისში შემოწმდა 4 711 ობიექტი. სხვა რეგიონებში კი ეს მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:

  • იმერეთში — 1 137;
  • კახეთში — 814;
  • ქვემო ქართლში — 828;
  • შიდა ქართლი — 493;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 848;
  • აჭარაში — 1 111;
  • სამცხე-ჯავახეთი — 179;
  • მცხეთა-მთიანეი — 140;
  • გურია — 106;
  • რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი — 7.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ფიტნესი და საცურაო აუზები დაიხურა. გარდა ამისა, საბჭომ არაერთი შეზღუდვა დააწესა, რომელიც მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, გადაადგილებას, ბაზრობებსა და ბაღებს ეხება. შეზღუდვები რამდენიმე ეტაპადაა დაწესებული და გათვალისწინებულია ე.წ. შემსუბუქების პერიოდი.