ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, თენგიზ ცერცვაძე საბჭოს უკვე დაუბრუნდა და დაიწყებენ ახალ პროტოკოლზე მუშაობას.

"თენგიზ ცერცვაძე უკვე დაუბრუნდა და უხელმძღვანელებს საბჭოს, რომელსაც ის პირველი დღიდან ხელმძღვანელობს. ჩვენ გავაკეთებთ ახალ პროტოკოლს, თუ როგორი გამოყენება შეიძლბა ჰქონდეს რემდესივირის პრეპარატს და რა ფაზაში გამოიყენება, ამის შემდგომ ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის", — ტიკარაძე.

ცერცვაძემ ოქტომბრის დასაწყისში განაცხადა, რომ, ალბათ, 2-3 კვირაში საქართველო რემდესივირს მიიღებდა. რემდესივირის საქართველოში შემოტანას ჯანდაცვის სამინისტროში ჯერ კიდევ მაისის ბოლოსთვის ვარაუდობდნენ.

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა, საავადმყოფოში კი 19 ნოემბერს ორმხრივი პნევმონიით გადაიყვანეს. ის სტაციონარიდან სახლში უკვე გაწერეს.

პანდემიის დაწყების დღიდან, ცერცვაძე კორონავირუსის მართვის პროცესში ჩაერთო, როგორც კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი. სწორედ მისი ხელმძღვანელობით დგინდება და განისაზღვრება ვირუსის მართვისა და მკურნალობის პროტოკოლები.