საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფომაციით, 3 000 მეხანძრე-მაშველიდან კორონავირუსით ინფიცირებული 173-ია და მიუხედავად ამისა ყველა დანაყოფი შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობს.

"ამ დროისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, 3 ათასი მეხანძრე-მაშველიდან კოვიდ-19 დადასტურებული აქვს მხოლოდ 173 მეხანძრე-მაშველს. ყველა თანამშრომელს, ვისაც დადასტურებული აქვს კოვიდ-19, უტარდება შესაბამისი მკურნალობა, ხოლო ის თანამშრომელი, ვისაც დაუფიქსირდება ინფიცირებულთან კონტაქტი, გადადის თვითიზოლაციაში და 72 საათში უტარდება PCR ტესტი", — ნათქვამია საგანგებოს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები უზრუნველყოფილი არიან ინდივიდუალური დაცვის ყველა საჭირო საშუალებით. ყოველ შაბათ-კვირას ხდება სახანძრო-სამაშველო ძალების შენობების დეზინფექცია, ხოლო რომელიმე დანაყოფში ინფექციის დადასტურების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ტარდება არაგეგმიური დეზინფექცია, როგორც შენობების, ასევე, ავტომობილების.