დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 3 216 ახალი შემთხვევიდან 155 სამედიცინო პერსონალია.

30 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 216 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა — 3 937, ხოლო გარდაიცვალა — 37.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 135 584-ს. ასევე, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 113 986-მდე. ხოლო, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 267 გარდაცვალების შემთხვევა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: