შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1244 შემთხვევა გამოვლინდა.

პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, რაც კარანტინის/იზოლაციის წესების დარღვევას გულისხმობს, 67 ფიზიკური პირი დააჯარიმა. გარდა ამისა, პირბადის ხმარების წესის დარღვევისთვის 1 177 ადამიანი დაჯარიმდა.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.