დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს ქვეყანაში 6 000-მდე PCR, ასევე 1 851 ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი ჩატარდა. მათგან 30 ნოემბერს 3 216 შემთხვევა დადებითი აღმოჩნდა. გამყრელიძის თქმითვე, ქვეყანაში სულ, დაახლოებით, 1 200 000-მე PCR ტესტია ჩატარებული.

30 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 216 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა — 3 937, ხოლო გარდაიცვალა — 37.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 135 584-ს. ასევე, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 113 986-მდე. ხოლო, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 267 გარდაცვალების შემთხვევა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: