აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ძაღლთან თამაშის დროს მარჯვენა ფეხის ტერფი იღრძო. ექიმი კევინ ო'კონორის თქმით, მას ტერფზე მცირედი ბზარები აქვს და მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში, სავარაუდოდ, სპეციალური ორთოპედიული ფიქსატორის ტარება მოუწევს.

"კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ დაადასტურა მცირედი ბზარები კატერალურ და ინერმედიალურ სოლისებრ ძვლებში, რომელიც ტერფის შუაში მდებარეობს", — განაცხადა ო'კონერმა.

ბაიდენი დელავერში ორთოპედიის სპეციალისტს კვირას, 29 ნოემბერს ეწვია. არჩეული პრეზიდენტის წარმომადგენლის თქმით, განმეორებითი ვიზიტი ერთ კვირაშია ჩანიშნული.

ჯო ბაიდენი 78 წლისაა და აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი იქნება. ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება, რის შემდეგაც ის თავის უფლებამოსილებას ოფიციალურად შეუდგება.

მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელიც აცხადებს რომ არჩევნები გაყალბდა, ბაიდენს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.