შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში რუსეთის მოქალაქე 1 კილოგრამი ჰეროინის შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, პირი თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო
გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც პოლიციამ გააჩერა და ავტომობილის ჩხრეკისას აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, 8 390 ლარი და 400 დოლარი აღმოუჩინა.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.