კარასინი მზად არის, ბოლომდე გამოუკვლეველი რუსული ვაქცინა საქართველოს გაუნაწილოს
ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი, გრიგორი კარასინი სურვილის შემთხვევაში საქართველოსთვის ბოლომდე გამოუკვლეველი რუსული ვაქცინის განაწილების მზაობას გამოთქვამს. კარასინთან სატელეფონო კომენტარს ტელეკომპანია იმედი ავრცელებს.
"ჩვენ ყველანი დავზარალდით ვირუსისგან, მაგრამ თუ საჭირო გახდება კორონავირუსის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის საკითხების განხილვა, ჩვენ მზად ვართ ეს ყველა ფორმატში განვიხილოთ. ამას უკვე ვაკეთებთ საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში. ახლა ვასრულებთ მუშაობას ვაქცინაზე და თუ იქნება ქართული მხარის ინტერესი, რა თქმა უნდა, მზად ვართ ვაქცინაც გავუნაწილოთ. საამისო კონტაქტები ჩვენ გვაქვს. მედიკოსების და ვირუსთან ბრძოლი სტუქტურების ხაზით. ეს საკითხი ვახსენეთ მე და ბატონმა ზურაბმა, თუმცა ეს არ იყო ჩვენი მოლაპარაკებების მთავარი თემა. თუმცა, იყო იმ საკითხებში რაც განვიხილეთ", — ამბობს კარასინი [იმედის თარგმანი].
მისივე თქმით, 10-11 დეკემბერს ჟენევაში გასამართ საერთაშორისო დისკუსიებზე ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარების გარდა, ალბათ, კორონავირუსთან ერთობლივად ბრძოლის ღონისძიებებზეც იქნება საუბარი.
კარასინმა, ასევე, განაცხადა, რომ ზურაბ აბაშიძესთან 27 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე გავრილოვის საკითხზე საუბარი არ ყოფილა.
"ამჯერად არ გვიხსენებია ჩვენი პარლამენტარი გავრილოვი და არც ის ეპიზოდი, რომელიც მოხდა. სხვა საკითხები იყო ძალიან ბევრი, თუმცა ჩვენ, ბუნებრივია, გვახსოვს ეს ეპიზოდი", — აღნიშნავს კარასინი იმედის თარგმანის მიხედვით.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2020 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენები ქართული ნაციონალისტური ჯგუფების ანტირუსული პროვოკაცია იყო და ამ საკითხზე "ორმხრივი განწყობა" დადასტურდა.
მსგავსი რამ ნახსენებიც კი არ იყო საქართველოს მთავრობის გავრცელებულ განცხადებაში, სადაც მიმოხილული იყო ის საკითხები, რომელზეც გრიგორი კარასინმა და ზურაბ აბაშიძემ იმსჯელეს.
ამ ინფორმაციის გავრცელებას ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორში პროტესტი მოყვა. ენმ-ს და ევროპული საქართველოს ლიდერბმა, პარლამენტთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ნამგალი და ურო დახატეს და მონებო დაწერს. აქციაზე დააკავეს რამდენიმე აქტივისტი.
მოგვიანებით, ზურაბ აბაშიძემ უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ 20 ივნისის მოვლენები განხილვის საგანი არ ყოფილა და ეს რუსეთის ინტერპრეტაციაა.
-
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
კომენტარები