მსახიობი კახი კავსაძე კოვიდმიმღებ საავადმყოფოში, კერძოდ, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დააწვინეს. ინფორმაცია On.ge-ს კლინიკის პრესსამსახურში დაუდასტურეს, თუმცა დამატებითი ინფორმაცია არ მოგვაწოდეს.

როგორც კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა მთავარ არხთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, კავსაძეს აქვს სუნთქვის უკმარისობა და მართვით სუნთქვაზე გადაჰყავთ. მისი თქმით, მსახიობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის აქვს თუ არა მსახიობს კორონავირუსი, თუმცა ცნობილია, რომ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კოვიდპაციენტებს იღებს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: