თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა. ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფო ავრცელებს.

"კოვიდინფიცირებიდან მეთხუთმეტე დღეს სტაციონარიდან გაეწერა და უკვე სახლში იმყოფება. ბატონი თენგიზის მდგომარეობა სტაბილურია, თავს მხნედ გრძნობს და მადლობას უხდის ყველას ვინც ყურადღება გამოხატა", — წერია განცხადებაში.

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა, საავადმყოფოში კი 19 ნოემბერს გადაიყვანეს ორმხრივი პნევმონიით.

პანდემიის დაწყების დღიდან, ცერცვაძე კორონავირუსის მართვის პროცესში ჩაერთო, როგორც კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი. სწორედ მისი ხელმძღვანელობით დგინდება და განისაზღვრება ვირუსის მართვისა და მკურნალობის პროტოკოლები.