ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში დაზიანდა ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენი რის გამოც, აჭარისა და გურიის რეგიონებს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ.

უწყების განცხადებით, დაზიანების აღსადგენად ადგილზე მობიზილებულია შესაბამისი სამსახურების ტექნიკური ჯგუფები. მათივე თქმით, სამუშაოებს ახორციელებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია.