დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

28 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 472 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 127 942-ს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 058 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 106 328-მდე. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 34 ადამიანი, ჯამში — 1 195.

დღეს გამოვლენილი შემთხვევები დედაქალაქსა და რეგიონებში ასე გადანაწილდა:

  • თბილისში — 1 784;
  • აჭარაში — 683;
  • იმერეთში — 662;
  • ქვემო ქართლში — 292;
  • შიდა ქართლში — 192;
  • გურიაში — 123;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთში — 24,
  • კახეთში — 228;
  • მცხეთა-მთიანეთში — 127;
  • სამცხე-ჯავახეთში — 93;
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში — 41.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 393. მათ შორის, 6 286 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, აქედან, თბილისის საავადმყოფოებში — 2 760, აჭარაში —1 016, იმერეთში — 1 201.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 942 პირი, მათ შორის, თბილისში — 429, აჭარაში —150, იმერეთში — 214. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 421 პირი, საიდანაც თბილისში — 179, აჭარაში — 119, იმერეთში — 41.

3 844 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1291— თბილისში, 1 998 — აჭარაში, 285 — იმერეთში. 10 263 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 076 ადამიანი, მათ შორის, თბილისში — 416, აჭარაში — 1 049, ხოლო იმერეთში-35.

სულ 6 ოქტომბრიდან 27 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-18 623 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 56 041 ადამიანი, მათ შორის თბილისში —19 132 პირი, აჭარაში — 14 670, იმერეთში — 4 765.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: