ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ანა დოლიძის ინიციატივას, პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებით პანდემიით დაზარალებულთა ფონდის შექმნის შესახებ, პოპულიზმს უწოდებს. TV პირველის ეთერში ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ დოლიძის ინიციატივა მთავრობისთვის ნამუსის მოწმენდაა მაშინ, როცა ხელისუფლება არასწორად განკარგავს მის ხელში არსებულ ფინანსურ რესურსს.

"ეს მარქსისტული პოპულიზმი, არის გაუთვიცნობიერებლი პოლიტიკურად და რატომ — როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ ქვეყანაში, ველაპარაკოთ ბიზნესს, რომ კეთილი ინებეთ და თქვენ დაიდგით წელებზე ფეხი, ველაპარაკოთ ოპოზიციას, ველაპარაკოთ მედიას და ამ ჯგუფებს მოვუგოთ ნიშანი მაშინ, როდესაც ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომელიც განკარგავს 14 მილიარდ ლარიან ბიუჯეტს?! მთავრობა, რომელმაც აიღო მილიარდები ვალი, ხალხო, გაზაფხულზე.

ანა დოლიძისნაირმა პოლიტიკოსებმა მთავრობა კი არ უნდა "აპრავონ", უკაცრავად ამ ჟარგონისთვის, და ნამუსი მოწმინდონ, იმის მაგივრად რომ კითხვები დასვან, რომ აღებული მილიარდები სად წავიდა, ის მოიტანე ...", — აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

სამოქალაქო მოძრაობა ხალხისთვის თავმჯდომარე, ანა დოლიძე პარტიებს, რომლებიც უარს ამბობენ საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე სთავაზობს, აიღონ ეს თანხა და შექმნან პანდემიით დაზარალებულთა ფონდი.

ევროპულ საქართველო ერთ-ერთია იმ 8 პარტიას შორის, რომელმაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნით მიმართა. ცესკოს ინფორმაციით, სახელმიფოსგან დაფინანსება ბარიერგადალახული 14 პარტიიდან ცხრამ მოითხოვა.

გაეცანით თითოეული ოპოზიციური პარტიის პოზიციას საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე:

საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად ცესკოს 9 პარტიამ მიმართა — რას ამბობენ ოპოზიციაში

გაიგეთ მეტი: