თითქმის 31-მა მილიონმა ტელემაყურებელმა უყურა პირდაპირ ეთერს დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ინაუგურაციიდან, ბევრად ნაკლებმა, ვიდრე ბარაკ ობამას პირველ ფიცის დადებას. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

აშშ-ის პირველი აფრო-ამერიკელი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ინაუგურაციას 2009 წელს, დაახლოებით 38 მილიონი ტელემაყურებელი ჰყავდა. ამ მაჩვენებლით ობამა მხოლოდ რონალდ რეიგანს ჩამორჩება, რომელმაც ტელეეკრანებთან 42 მილიონი ადამიანი შეკრიბა, 1981 წელს.

ამასთან, რეიგანის მეორე საპრეზიდენტო ინაუგურაციას მხოლოდ 25-მა მილიონმა ადამიანმა უყურა. რაც შეეხება ობამას, მისი მეორე ფიცის დადებას მხოლოდ 20.5 მილიონმა ადამიანმა უყურა.

ასევე, ტრამპის მაჩვენებელი მეტი იყო, ვიდრე ბილ კლინტონის - 29.7 მილიონი და 21.6 მილიონი.

ობამას გარდა, ერთადერთი დემოკრატი პრეზიდენტი იყო ჯიმი კარტერი, რომელის ინაუგურაციასაც ტრამპზე მეტმა, 34.1-მა მილიონმა ადამიანმა უყურა ტელევიზიით.