დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიის დირექტორის თქმით, ახლა შეცდომების აღნიშვნის დრო არ არის და ამ "ცეცხლში" ერთად უნდა ჩავაქროთ. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

"შეცდომა ვისია და რა, მოდი შემდეგ გავარჩიოთ. ახლა არ არის იმ წარსულზე ლაპარაკის დრო. ახლა სხვა დროა, სხვა. ჩვენ სერიოზულ ბრძოლაში ვართ. ახლა რომ ვიღაცებზე თითის გაშვერა დავიწყოთ, ეს არი არის სწორი. ახლა სწორია, როცა უკვე ცეცხლი ანთია, ერთად უნდა ჩავაქროთ ყველამ. ამიტომ, ახლა ვინ, როდის, რანაირად მოიქცა და ასე შემდეგ, ამას თავი დავანებოთ", — განაცხადა გამყრელიძემ.

27 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 4 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, გარდაიცვალა კიდევ 37 ადამიანი. 3 489 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწყების დღიდან სულ ქვეყანაში 123 470 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 102 270 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა — 1 161.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 780 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

  • თბილისში — 1 863;
  • აჭარაში — 664;
  • იმერეთში — 648;
  • ქვემო ქართლში — 319;
  • შიდა ქართლში — 259;
  • გურიაში — 102;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთში — 385;
  • კახეთში — 280;
  • მცხეთა-მთიანეთში — 128;
  • სამცხე-ჯავახეთში — 89;
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში — 43.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 013. მათ შორის, 6 251 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. აქედან, თბილისში — 2 724, აჭარაში — 1 020, იმერეთში — 1 219.

მძიმე პაციენტია 976 პირი, მათ შორის, თბილისში — 447, აჭარაში — 154, იმერეთში — 226. მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 375 პირი, მათგან თბილისში — 201, აჭარაში — 49, იმერეთში — 45.

3 863 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 266 — თბილისში, 2 039 — აჭარაში, 278— იმერეთში. 9 899 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 114 ადამიანი, მათ შორის, თბილისში — 458, აჭარაში — 1 034, ხოლო იმერეთში — 35. სულ 6 ოქტომბრიდან 26 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 18 327 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 554 ადამიანი, მათ შორის, თბილისში— 18 087 პირი, აჭარაში — 14 450, იმერეთში — 4 816.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: