ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცახდებით, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უარი თქვას საპარლამენტო, მაგრამ არა — პარტიის დაფინანსებაზე. მისი თქმით, ეს ორი პრინციპულად განსხვავებული რაღაც არის.

"პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, საფუძველი კი ამ გადაწყვეტილების იყო, რომ ჩვენ უარს ვამბობთ საპარლამენტო დაფინანსებაზე, მაგრამ უარს არ ვამბობთ პარტიის დაფინანსებაზე. მე მინდა ხალხს ავუხსნა, საპარლამენტო დაფინანსება წარმოვიდგინოთ — ყველა პარტიამ უარი რომ თქვას დაფინანსებაზე, ან თავისი ნებით ან რაღაცის გამო, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უფრო ვაღრმავებთ შავი ფულის ტრიალს პოლიტიკაში. იმიტომ, რომ ის კანონმდებლობა, რომელიც დღეს არის, უამრავ ხვრელს აჩენს და გაჩენილია, სადაც ბრუნავს შავი და გაუმჭვირვალე ფული. ქვეყნის გამოსავალი ხდება მაშინ, როცა გამჭვირვალე ხდება ყველა პროცესი და თუ ჩვენ გვინდა, რომ დემოკრატიული პროცესი განვითარდეს და რეგიონებში არ ჩაკვდეს პარტიული ცხოვრება", — განაცხადა ხაზარაძემ TV პირველის ეთერში.

ცესკოს ინფორმაციით, საბიუჯეტო დაფინანსება ბოლო არჩევნების შედეგების მიხედვით 14 პარტიას ეკუთვნის, რომელთაგან მისი მიღება ცხრამ მოითხოვა. ეს პარტიებია:

  • ქართული ოცნება;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მის ბლოკში შემავალი პარტიები (მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, პროგრესი და თავისუფლება, რესპუბლიკური პარტია, ევროპელი დემოკრატები);
  • ევროპული საქართველო;
  • სტრატეგია აღმაშენებელი
  • კანონი და სამართალი.

გაეცანით პარტიების პოზიციებს საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე:

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს და ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნების მეორე ტურსაც, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდა. მასში არცერთი ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა. 17 მაჟორიტარულ ოლქის გარდა, მეორე ტური გაიმართა ქუთაისის მერობის არჩევნებზეც. როგორც მოსალოდნელი, ოპოზიციის გარეშე ჩატარებულ არჩევნებში, სახელისუფლებო პარტიამ გაიმარჯვა.

მეორე ტური მიმდინარეობდა იმ ვითარების ფონზეც, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ.