სოსო ფხაკაძის ვისოლ ჯგუგფისა მენეჯერის თქმით, ბიზნესი მძიმე დღეშია, მაგრამ ქვეყანა ამ ქარტეხილიდან გამოვა და ეკონომიკა აღდგება. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, ხვალიდან ბიზნესი ძალიან დაზარალდება, მაგრამ, როცა სასწორზე დევს ადამიანის სიცოცხლე, მისთვის ძალიან რთულია გადაწყვეტილების მიღება და ახლა ეს უნდა მოხდეს ეპიდსიტუაციაზე დაყრდნობით.

"ისედაც მძიმე მდგმარეობაში ჩავარდნილი ბიზნესისთვის დამატებითი შეზღუდვები არის ძალიან რთული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ ქარტეხილიდან ჩვენი ქვეყანა გამოვა და ეკონომიკა აღდგება, მაგრამ თითოეული ადამიანის სიცოცხლეს, რომელსაც ახლა დავკარგავთ, ვერ აღვადგენთ. დღეს, რასაკვირველია, აქეთ არის ბიზნესი გასამხნევებელი და უნდა გაამხნევოს ეხლა ხელისუფლებამ და ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს ამისათვის" — განაცხადა ფხაკაძემ.

კორონავირუსის შემთხვევათა მატების და შეზღუდვების ახალი ტალღის გამო საბჭომ 28 ნოემბრიდან 31 იანვრის პერიოდში არაერთი შეზღუდვა დააწესა. მათ შორის, გადაადგილებაზე, მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე, რესტორნებსა და ბაზრობებზე. 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქება: კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით, იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები და აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. 3 იანვრიდან 15 იანვრის პერიოდში აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც 24 დეკემბრამდე მოქმედებდა. ამ პერიოდში ცხადდება უქმე, დასვენების დღეები. ხოლო 16 იანვრიდან აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).

გაიგეთ მეტი ახალ შეღუდვებზე: