საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ) განცხადებით, 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი უმასპინძლებს. კომიტეტის ცნობით, ბაკურიანის 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი ოფიციალურად დღეს მიანიჭეს.

"ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) 49-ე გენერალურ ასამბლეაზე ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ონლაინ-ფორმატში გამართული ევროპული ფორუმის ყველა დელეგატმა, რომლებმაც მოისმინეს აუცილებელი ინფორმაცია საქართველოს განაცხადის შესახებ, ასევე, ნახეს სეოკ-ის მიერ წარდგენილი სამწუთიანი საპრეზენტაციო ვიდეო რგოლი", — აცხადებენ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში.

სეოკ-ის პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვის თქმით, პარალელურად, შრომატევადი საორგანიზაციო სამუშაოები ჩასატარებელი, რათა ფესტივალს ქვეყანა სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.