ყველას გვქონია საშინელი დღე: თუნდაც წვრილმანი უსიამოვნებები ერთად რომ დაგატყდება თავს და გაფიქრებინებს, ყველაზე უბედური არსება ვარ სამყაროშიო.

მომავლიდან ამ სტატიაში შემოჭყეტილ მკითხველს ისიც შეგვიძლია ვუთხრათ, რომ 2020 წლის დღეების უმეტესობა სწორედ ასეთი იყო...

სიმართლეს თვალი რომ გავუსწოროთ, ასეთ დროს ჩვენ გარშემო სხვა ადამიანების მსგავსი ისტორიების მოსმენა ხშირად გულზე მოგვეფონება ხოლმე. არა იმის გამო, რომ სხვისი უბედურება გვიხარია, არამედ იმიტომ, რომ ასეთი ისტორიები გასაჭირში თავს მარტო არ გვაგრძნობინებს.

ახლა სწორედ რამდენიმე ასეთ ფოტოსა და ისტორიას გაგიზიარებთ, რომლებიც თავიანთი აბსურდულობითა თუ კომიკურობით რეალურ გასაჭირს დაგავიწყებთ.

1. "დღეს უსაშველოდ სევდიანი ვიყავი და ვფიქრობდი: "ერთი სული მაქვს, როდის მივალ სახლში და ჩემს კატას ვნახავ, ის აუცილებლად გამაბედნიერებს". სახლში მოსულს კი ჩემი კატა იმაზე უბედური დამხვდა, ვიდრე თავად ვიყავი"

ფოტო: gianlucadelonge / Reddit

2. ვიღაც გარი ძალიან ეცადა დორისისთვის სიყვარული ასე შთამბეჭდავად აეხსნა, თუმცა საბოლოოდ, მხოლოდ შემდეგი შინაარსის აღიარება გამოუვიდა: "გარის უყვარს პენისი"

ფოტო: Andy Giurtalis / Facebook

3. მუშებმა ცოტა ხნით შეისვენეს, ამ დროს კი "ვიღაცამ" იმაიმუნა... მოდი ვთქვათ, თანამედროვე ხელოვნების ნიმუში შექმნა

ფოტო: BluestarHUS / Reddit

4. როგორც ჩანს, ვიღაცამ სარეცხის მანქანაში მთელი შეკვრა მათეთრებელი ფხვნილი ჩაყარა

ფოტო: iBleeedorange / Reddit

5. "საშინელი დილა მქონდა და გულის გადასაყოლებლად ჩემი საყვარელი ფუნთუშის ჭამას ვაპირებდი, თუმცა ისიც ამ საშინელმა ციყვმა მომპარა!"

ფოტო: lornek / Reddit

6. წვიმაში მოყვა და რა ექნა?!

ფოტო: OryxTheJimmy / Imgur

7. სახით ათრიაო, რომ ამბობენ, ალბათ, რაღაც ამდაგვარს გულისხმობენ

ფოტო: Reddit

8. პლასტიკური ოპერაციის დამსახურება არ გეგონოთ, ბზიკის ნამოქმედარია

ფოტო: Sternicus / Reddit

9. "მე და ჩემი ცოლი თაფლობის თვეში პარიზში გავფრინდით ეიფელის კოშკის სანახავად"

ფოტო: theadum / Reddit

10. როცა მაცივარს ჩვეულებრივზე უფრო მშიერმა მიაკითხე

ფოტო: ItsMeMurphYSlaw / Reddit

11. "მაჩუ-პიქჩუს მონახულებისას მამაჩემს ვთხოვე, ჩემთვის ფოტო გადაეღო"

ფოტო: Mr_Tom / Reddit

12. ვიღაცა სახლის შეღებვას გეგმავდა, თუმცა მანქანა უფრო "იღბლიანი" აღმოჩნდა

ფოტო: liptonbillson / Reddit

13. "ამ ფოტოს ელემენტის დარჩენილი 3%-ით ვაქვეყნებ"

ფოტო: DirePegasus / Reddit

14. როცა სამსახურში წასვლამდე გინდა, საუზმის ჭამა მოასწრო, მაგრამ წიწაკის საფქვავი მაინცდამაინც ზუსტად მაგ დროს გადაწყვეტს, რომ გაფუჭდეს

ფოტო: scoobdrew / Reddit

15. "დილით ორივე ჩავიცვი, რომ ცოლს ეთქვა, რომელი მათგანი აჯობებდა. სახლიდან გამოსვლისას კი გამოცვლა დამავიწყდა და სამსახურში მთელი დღე ასე გავატარე"

ფოტო: feltonpbeaver / Reddit

ბონუსი: "სახლში კარტოფილის გაზრდა ვცადე და ათი კვირის მერე ასეთი მოსავალი მივიღე"

ფოტო: msoto15 / Reddit