იყო დრო, როდესაც, პირადი ავტომობილი კომფორტთან და ფუფუნებასთან ასოცირდებოდა, მაგრამ, დღეს ის უკვე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი და აუცილებლობაც კი გახდა.

ამის მიუხედავად, ავტომობილის შეძენა სესხის გარეშე მაინც რთული წარმოსადგენია და ხშირ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტ, რომ დროა, ავტომობილის მფლობელი გახდე, იმ მომენტიდანვე იწყება ავტო-სესხების პირობების შედარება და საუკეთესოს შერჩევის დაუსრულებელი პროცესი.

და თუ შენთვის ეს სიტუაცია ნაცნობია, მაშინ ევროკრედიტის ახალმა, ორმაგად მომგებიანმა აქციამაც უნდა დაგაინტერესოს.

16 ნოემბრიდან, ევროკრედიტის ავტო-სესხის არაერთ უპირატესობას კიდევ ერთი, არანაკლებ საინტერესო დეტალი დაემატა — თუ გყავს მანქანა, გჭირდება თანხა ან გსურს, რომ სწორედ ევროკრედიტის დახმარებით შეიძინო ავტომობილი, მიიღებ საჩუქარს, რომელიც აუცილებლად გაგიხარდება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ საჩუქრების მფლობელი ისიც შეიძლება გახდეს, ვინც უკვე სხვა საკრედიტო ორგანიზაციაში არსებული სესხის რეფინანსირებას გეგმავს, ან თუნდაც გარკვეულ თანხას დაამატებს წარსულში ევროკრედიტშივე აღებულ სესხს.

ახლა კი, რაც შეეხება ყველაზე საინტერესო ნაწილს — საჩუქრებს. ევროკრედიტში მაქსიმალურად ეცადნენ ყველანაირი გემოვნებისა თუ ინტერესის მქონე მომხმარებლისთვის სასურველი საჩუქარი შეეთავაზებინათ, ამიტომაც არჩევანი სასაჩუქრე ბარათებზე შეაჩერეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შენ თავად გადაწყვეტ ქვემოთ ჩამოთვლილი პარტნიორი კომპანიის ვაუჩერებიდან რომელი გაგახარებს ყველაზე მეტად:

  • ივ როშე;
  • ლუტეცია;
  • გრინვოში;
  • ელიტ ელექტრონიქსი;
  • დომინო;
  • სუფთა სახლი;
  • H&M სასაჩუქრე ბარათი;
  • ვისოლი;
  • დანქინი;
  • ვენდი;
  • გალფი;
  • გრინვეი და სხვა უამრავი საჩუქარი.

ევროკრედიტის ორმაგად მომგებიან შეთავაზებაში, რა თქმა უნდა, მხოლოდ სიურპრიზები არ იგულისხმება. საჩუქარმა შეიძლება ერთჯერადი სარგებელი მოგიტანოს, მაგრამ, ყველაზე საინტერესო მაინც ისაა, რომ კომპანია ბაზარზე საუკეთესო პირობებს გთავაზობს: ყველაზე ხანგრძლივ, 6-თვიანი საშეღავათო პერიოდსა და 50 ათასამდე სესხს მხოლოდ და მხოლოდ ავტომობილის უზრუნველყოფით, შემოსავლების დადასტურების გარეშე.

სწორედ ამიტომ, ისღა დაგრჩენია ავტო სესხების შეთავაზებების უსასრულო სია სამუდამოდ დაივიწყო, ეწვიოთ ევროკრედიტის ფილიალებს, მარტივად და სწრაფად მიიღო სესხი ყველაზე გონივრული პირობებით და წინასაახალწლოდ, საჩუქრების სიის მომზადებასაც შეუდგე!