კამუფლაჟი ბუნებრივ სამყაროში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ის ცხოველებს, ისევე როგორც მცენარეებს, გადარჩენაში ეხმარება. ბუნებრივი გადარჩევის წნეხით ბუნებრივ სამყაროში ზოგი ისეთ ნიშანთვისებებს ივითარებს, რომ მტაცებლებისთვის ნაკლებად ხილული იყოს.

მაგალითისთვის, მცენარეების შეფერილობა მათ ხშირად ბალახისმჭამელებისგან იცავს. როგორც ჩანს, ზოგი მცენარე მარტო ბალახისმჭამელებს კი არ უფრთხის, არამედ ადამიანებსაც.

Fritillaria Devalvayi ერთ-ერთი ასეთი მცენარეა, რომელსაც ჩინურ მედიცინაში ხშირად ხველების საწინააღმდეგო ფხვნილებში იყენებენ. ასეთი ფხვნილის 1 კილოგრამი დაახლოებით 480 დოლარად ფასობს და მისი მომზადება ათასობით Fritillaria-ის დაქუცმაცებას საჭიროებს.

ზოგი Fritillaria ღია ფერისაა და მარტივად შესამჩნევია, თუმცა ზოგან მას ნაცრისფერი ყვავილები და ღერო აქვს რაც ქვიან რელიეფთან შერწყმის საშუალებას აძლევს. აღსანიშნავია, რომ ღია ფერის შეფერილობა ისეთ ადგილებშია გავრცელებული, სადაც ამ ყვავილებს ნაკლებად კრეფენ, ხოლო იქ სადაც მცენარეზე მოთხოვნა მაღალია, მას რუხი ფერი აქვს.

კვლევის თანაავტორი — ჰანგ სუნი ამბობს, რომ მცენარეების კომერციული მოპოვება მცენარეების სელექციაზე ყველაზე დიდი წნეხის მქონეა. Firtillaria-ს ორი განსხვავებული ფენოტიპი ევოლუციურად შემდეგნაირად აიხსნება:

მთიან ჩინეთში, ღია ფერის ყვავილები ადამიანებისთვის უფრო შესამჩნევი იყო, შესაბამისად ღია ფერის Firtillaria-ს პოპულაცია კრიტიკულად შემცირდა, უფერული მცენარეები კი გამრავლდნენ, რადგან ისინი დაკრეფას გადაურჩნენ.

კვლევა Current Biology-ში გამოქვეყნდა.